არქივი28 ნოემბერი, 2024, 23:55
მიქაუტაძის დუბლი - "ლიონმა" ევროპა ლიგაზე გაიმარჯვა [VIDEO]
![მიქაუტაძის დუბლი - "ლიონმა" ევროპა ლიგაზე გაიმარჯვა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/11/78fdbf44322689847ecf4c736a365513-Xye96v.jpeg)
ევროპა ლიგის მეხუთე ტურში „ლიონმა“ გასვლაზე „ყარაბაღი“ 4:1 დაამარცხა.
„ოლიმპიკის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მეორედ მოხვდა ტურნირზე ძირითად შემადგენლობაში და დუბლი შეასრულა. ეს ევროტურნირებზე მისი პირველი გოლებია.
ქართველმა პირველად ითამაშა „ლიონში“ შეუცვლელად, ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა (whoscored 9.2, sofascore 8.8, flashscore 8.3) და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
„ოლიმპიკს“ 10 ქულა აქვს და ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 13 დეკემბერს სახლში „აინტრახტთან“ ჩაატარებს.
ყარაბაღი - ლიონი 1:4
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.