ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე? - მისი შეძენის სურვილი იტალიურ კლუბს აქვს

sport.quotidiano-ს ცნობით, ჯოშუა ზირზკე 99%-ით დატოვებს "ბოლონიას", 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან, მის შემცვლელს აქედანვე ეძებენ და ერთ-ერთი კანდიდატი საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე თავგამოჩენილი "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა.
გამოცემის მტკიცებით, "ბოლონიას" ხელმძღვანელობამ მიქაუტაძეს ჯერ კიდევ იანვარში მიაქცია ყურადღება, უნდა გაიგონ რა დაუჯდებათ ტრანსფერი, მაგრამ მისით "ვესტ ჰემიც" დაინტერესდა და ამ გარემოებამ შეიძლება ფასი ასწიოს.
გიორგიმ გასულ სეზონში ლიგა 1-ში 14 გოლი გაიტანა, ევროპირველობაზე კი 3 გოლით ჯერჯერობით სამ ფეხბურთელთან ერთად თანაბომბარდირია.
"ბოლონია" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.