ლა ლიგის მეექვსე ტურში „ვილიარეალმა“ გასვლაზე „მალაგა“ 3:1 დაამარცხა.
ამით შეწყდა ყველა ტურნირზე „ვილიარეალის“ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია – 4 წაგება და 2 ფრე.
თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს. „ვილიარეალის“ თავდამსხმელი მიქაუტაძე 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ გუიემ პენალტი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ისე, თერთმეტმეტრიანის შესრულება გიორგის უნდოდა.
„ვილიარეალი“ ამ მომენტისთვის 5 ქულით მე-14 ადგილზეა და 20 სექტემბერს „ლევანტეს“ უმასპინძლებს.
მალაგა. „ლა როსალედა“
მალაგა – ვილიარეალი 1:3
გოლები: 1:0 დოტორი (12), 1:1 მოლეირო (40), 1:2 გუიე (45+2), 1:3 გუიე (86, პენ)