ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიქაუტაძე შევიდა და გოლიც გაიტანა - "ლიონმა" თასზე გაიმარჯვა [VIDEO]

მიქაუტაძე შევიდა და გოლიც გაიტანა - "ლიონმა" თასზე გაიმარჯვა [VIDEO]

საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში „ლიონმა“ გასვლაზე რანგით მეოთხე დივიზიონის „ფენი ოლნუა“ 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც გრიპი მოირჩინა, 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:1 იყო და გოლი გაიტანა. კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს და მატჩიც დასრულდა.
მიქაუტაძის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
მომდევნო შეხვედრას „ოლიმპიკი“ 5 იანვარს გამართავს - ლიგა 1-ის მეთექვსმეტე ტურში „მონპელიეს“ უმასპინძლებს.
ფენი ოლნუა - ლიონი 1:2
გოლები:
0:1 ბენრაჰმა (44), 0:2 მიქაუტაძე (88), 1:2 კუბემბა (90+4)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.