ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიქაუტაძემ მოთხოვნით "გალათასარაი" გააოცა - პრეზიდენტი პირადად აპირებს გიორგის სტამბოლში ჩაყვანას

მიქაუტაძემ მოთხოვნით "გალათასარაი" გააოცა - პრეზიდენტი პირადად აპირებს გიორგის სტამბოლში ჩაყვანას

თურქული მედიის მტკიცებით, "გალათასარაის" მწვრთნელს, ოკან ბურუკს ძალიან მოსწონს "ლიონის" თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის თამაში და კლუბის პრეზიდენტს, დურსუნ ოზბეკს სთხოვა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ქართველი შეიძინოს.
Bursa Gündem Haber-ის ცნობით, ოზბეკმა "ლიონს" მიქაუტაძეში სტამბოლური კლუბისთვის სარეკორდო და ასტრონომიული თანხა, 22 მილიონი ევრო შესთავაზა და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ოზბეკი მზადაა თავად გაემგზავროს საკუთარი თვითმფრინავით საფრანგეთში გიორგის ჩასაყვანად.
"ოლიმპიკი" მზადაა ფორვარდს შეელიოს, მაგრამ ახლა პრობლემა ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო გახდა, რომელიც 5 მილიონს ითხოვს (ლიონში 2 მილიონს იღებს) და თუ შეთანხმება ვერ
შედგა, "გალათასარაი" ამინ გუირის (რენი) შეიძენს.
თუმცა, ოზბეკი დანებებას არ აპირებს, ბოლო წინადადებით მიმართავს მიქაუტაძეს და კომპრომისის მიღწევას შეეცდება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.