ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიქაუტაძემ "ბარსასთან" მაგარი მომენტი ვერ გამოიყენა - "ბლაუგრანამ" "ვილიარეალის" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა

მიქაუტაძემ "ბარსასთან" მაგარი მომენტი ვერ გამოიყენა - "ბლაუგრანამ" "ვილიარეალის" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა

ლა ლიგის მეჩვიდმეტე ტურში „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 0:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდში გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.
მე-12 წუთე ანგარიში რაფინიამ პენალტით გახსნა. ამის შემდეგ "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" "ბლაუგრანას" კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა "ბარსას" მეკარე ჟოან გარსია მოწოდების სიმაღლეზე იყო.
39-ე წუთზე ვეიგამ იამალი მოცელა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა პორტუგალიელი მცველი მოედნიდან გააძევა. მეორე ტაიმში "ვილიარეალი" კვლავ უტევდა, მაგრამ მარსელინიოს გუნდმა მომენტის გოლად გარდაქმნა ვერ მოახერხა. 63-ე წუთზე ლამინ იამალმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
ცვლილებაზე შემოსული მიქაუტაძე 77-ე წუთზე ჟოან გარსიას პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ქართველის დარტყმული ესპანელმა მეკარემ მოიგერია.
ამით შეწყდა პრიმერაზე „ვილიარეალის“ შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია - 6 მოგება და 1 ფრე.
„ვილიარეალს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 35 ქულით მე-4 ადგილზეა და 3 იანვარს „ელჩეს“ ესტუმრება.
ვილიარეალი - ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 რაფინია (12, პენ) გაძევება: ვეიგა (39, ვილიარეალი), 0:2 იამალი 63
რონალდოს რეკორდი დამხობასთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე კრიშტიანოს გაუთანაბრდა
ლევანდოვსკი "ბარსელონამ" მხოლოდ ორი პირობით შეიძლება დაიტოვოს
"სოსიედადმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
უსამართლობა - რაფინიას მეუღლე ფიფას გადაწყვეტილებით აღშფოთებულია
ლევანდოვსკი "ბარსელონამ" მხოლოდ ორი პირობით შეიძლება დაიტოვოს
მიქაუტაძის გუნდის მატჩი გადაიდო
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
კუბარსის მეწყვილე - "ბარსელონა" პაუ ტორესის ლა ლიგაში დაბრუნებას გეგმავს
იქნება კვარაცხელია შემტევ სამეულში? - წლის ბოლო ტური და სხვა მატჩები
მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
რა სჭირს "ვილიარეალს"? - მიქაუტაძის გუნდი თასიდან ქვედალიგელმა გამოაგდო
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ბარსელონასთან" მატჩში?

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.