მიქანაძე ოცნების ინიციატივაზე: ეს არ ეხება რაიმე ფორმით ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას
ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუტები და მართლმადიდებელი ეკლესია არის სრულიად უსამართლო და მიზანმიმართული კამპანიის სამიზნე, ხდება ეკლესიასა დაა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა. [...] როდესაც პოლიტსაბჭომ გაასაჯაროვა ტექსტი იქ ჩამოთვლილი იყო პუნქტები, თუ რატომ ვთხოვთ ჩვენს ამომრჩეველს კონსტიტუციურ უმრავლესობას, იქ იყო მე-4 პუნქტი, რომელზეც ვთქვით, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები [...] როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო წარმოჩინდეს საქართველოს კონსტიტუციაში, გამყარდეს ეს ყველაფერი, მაგრამ არამც და არამც ეს არ ეხება რაიმე ფორმით ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.