მიუნჰენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა, აქაური გულწასული ოპიზიციისთვის ჟანგბადის მიწოდებას ემსახურება

“ზეწოლები არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება და ამას როგორც მმართველმა გუნდმა, ისე საზოგადოებამაც უნდა გაუძლოს“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი .
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქართველოს და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციით ზიანს იღებენ ის ინსტიტუტები, რომლებიც ამას ავრცელებენ.
„მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა, აქაური გულწასული ოპოზიციისთვის ჟანგბადის მიწოდებას ემსახურება. საზოგადოების ხელისუფლებისგან გამიჯვნა კი, მათთვის წინასაარჩევნოდ, ხალხის ხელისუფლებისადმი მხარდაჭერით გაღიზიანების მაჩვენებელია. ოპოზიციის რადიკალური მხარე მოწონებას გარე დაკვეთების უპირობო შესრულებით იმსახურებს დამკვეთების მხრიდან, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება და ამას როგორც მმართველმა გუნდმა, ისე საზოგადოებამაც უნდა გაუძლოს. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქართველოს და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციით ზიანს იღებენ ის ინსტიტუტები, რომლებიც ამას ავრცელებენ.
ბუნებრივია, ამ ინსტიტუტების წინააღმდეგ ქართული საზოგადოება კრიტიკულ აზრს გამოთქვამს და ამას ოპოზიცია ანტიდასავლურ პროპაგანდას მიაწერს. სწორედ ეს იყო მათი მიზანიც – მტრობის გაღვივება დეზინფორმაციის საშუალებით.
თუმცა, მინდა გავუცრუო იმედები ოპოზიციას და მათ უცხოელ ლობისტებსაც, ქართველი ხალხი ასე ადვილად აღარ ტყუვდება. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება გამჭვირვალობაა და ჩვენ ყოველთვის უზრუნველვყოფთ საზოგადოებას დასაბუთებული სიმართლით,“ – წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები