არქივი15 თებერვალი, 2026, 11:45
მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად, ირანის რეჟიმის ძალადობრივი ქმედებები 250 000-მდე ადამიანმა გააპროტესტა

მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად, ირანის რეჟიმის ძალადობრივი ქმედებები 250 000-მდე ადამიანმა გააპროტესტა - ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ორგანიზატორების თქმით, პროტესტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისთვის იყო განკუთვნილი, სადაც მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკური და სამხედრო წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მიუნხენში შეკრებილმა დემონსტრანტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანის უკანასკნელი შაჰის შვილს, რეზა ფეჰლევის. აქციაზე სიტყვით გამოვიდა ბელგიის თავდაცვის მინისტრი და ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.