მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში დღეს პანელურ დისკუსიებს დაესწრება

მიუნხენის კონფერენციის მუშაობის მესამე დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ორ პანელურ დისკუსიას დაესწრება და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
კერძოდ, ამავე ცნობით, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილია პანელური დისკუსია ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა ევროპაში”, რომლის მოდერატორიც იქნება კონფერენციის ვიცე-თავმჯდომარე რაინერ რუდოლფი.
დღესვე, შედგება პანელი “უსაფრთხოების სერია“, სადაც სალომე ზურაბიშვილი დისკუსიაში მონაწილეობას მწერალთან და პუბლიცისტთან ენ ეპლბაუმთან ერთად მიიღებს.
ასევე, მიუნხენში დაგეგმილია შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: ადრეც უქიათ ბ- ნი ბიძინა ქართული ოცნების წევრებს, ერთადაც და ცალ/ცალკეც, სულ ბოლოს ქ- ნი ვიცე/პრემიერის ქებათაქება მახსენდება, მაგრამ საგანგებო ბრიფინგი და ტრიბუნიდან თქმული სულ სხვა ეფექტია