„მისი ხელფასი 10 ათას ლარს შეადგენს… გააპრავებს არჩევნებს აბა, რა!“ – ანა წითლიძე გიორგი სიორიძეზე

„ნაცმოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე „ლელოს“ წევრ გიორგი სიორიძეზე:
„ახლა რომ იცოდეთ.
ეს ვაჟბატონი გიორგი სიორიძე, რატომ ზის ყველა ეთერში ლელოს სპიკერად და რატომ “აპრავებს” ლელოს მონაწილეობას რუსულ სპეცოპერაციაში.
ეს ვაჟბატონო, წართმეული არჩევნების შემდეგ, ქუჩაში რომ აქციები და დარბევები იყო, მაშინ დანიშნა ლელომ ცესკოში კომისიის წევრად.
მისი ხელფასი 10 ათას ლარს შეადგენს. (არჩევნებზე პრემიებით, ხელფასი უორმაგდებათ)
ანუ ტიპი დღესაც კალანდარაშვილთან ერთად მუშაობს.
გააპრავებს არჩევნებს აბა, რა!
გამოვიდეს ახლა და თქვას, ხელფასს არალეგიტიმური ცესკოდან რაში იღებს?!
ენმ-საც გვქონდა ჩვენი კვოტა ცესკოში, შეგვეძლო დაგვენიშნა ჩვენი წევრი და მიუხედავად, უმძიმესი კრიზისისა, არც კი გვიფიქრია!

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს

მიხეილ სააკაშვილი: ელიზბარაშვილს აუკრძალეს წერილების წერა… ამ აკრძალვებმა დამიდასტურა ის, რომ ის “იმედის” ნაძირლებთან ქიშპობის გამო არ დაუჭერიათ. მას პროვოკაცია მოუწყვეს და ჩაკეტეს …