ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მისი ოჯახი ბიზნესითაა დაკავებული”– დავითაშვილი ღარიბაშვილზე

ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის შემოსავლებთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს და ამტკიცებს, რომ ყოფილი პრემიერის ოჯახს ბიზნესიდან აქვს შემოსავალი:
მის ოჯახის წევრს გააჩნია შემოსავალები. ის კერძო ეკონომიკური საქმიანობით, ბიზნესით არის დაკავებული და შესაბამისად, თითოეულ შემოსავალს აქვს თავისი ლოგიკური წარმომავლობის წყარო. თითოეული თანამდებობის პირის დეკლარაცია მოწმდება რისკების შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის პროცესი, როდესაც რომელიმე სახელმწიფო უწყება არის დეკლარაციის შემოწმებაზე პასუხისმგებელი. ეს ასე არ არის, რომ დაისვას კითხვა ამ ინსტიტუტის ნდობაზე ან სანდობააზე, ასე რომ არსებობს სპეციალური ფორმატები, მათ შორის კანონმდებლობით განსაზღვრული, სადაც შეიძლება თითოეული დოკუმენტის ან ინფორმაციის გადამოწმება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.