არქივი8 სექტემბერი, 2024, 13:07
"მისი ეს უნარი ლივერპულში ტრანსფერისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო გიორგი მამარდაშვილზე?

ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი ფანებთან მივიდა და მათთა ერთად იზეიმა გამარჯვება. აღნიშნულის ამსახველი ფოტო ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გამოაქვეყნა.
"მისი ლიდერობის უნარი "ლივერულში" ტრანსფერისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო", - წერს რომანო.
შეგახსენებთ, მამარდაშვილი ამჟამად "ვალენსიას" ღირსებას იჯარის წესით იცავს, სეზონის დასრულების შემდეგ კი "ლივერპულს" შეუერთდება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.