მისასალმებელია იმ ადამიანების გაშვება, ვინც, როგორც ჩანს, აგრძელებდნენ ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას Deep State-ის დავალებით

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შეჩერდეს ნებისმიერი დაფინანსება, ვიდრე კონკრეტულ ქვეყნებში შესაბამისი პროექტები არ იქნება შესწავლილი მისასალმებელია, ასევე მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გაშვება, ვინც, როგორც ჩანს, აგრძელებდნენ ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას Deep State-ის დავალებით, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
„90-დღიანი გადაწყვეტილება, რომ გაჩერებულიყო ნებისმიერი დაფინანსება, ვიდრე კონკრეტულ ქვეყნებში კონკრეტული პროექტები არ იქნებოდა შესწავლილი, არის მისასალმებელი და მნიშვნელოვანი ისევე, როგორც მისასალმებელია იმ ადამიანების გაშვება, ვინც, როგორც ჩანს, Deep State-ის დავალებით კვლავ აგრძელებდნენ ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას“, – განაცხადა ბოჟაძემ.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 60-მდე მაღალი თანამდებობის პირი შვებულებაში გაუშვა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო დახმარების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამერიკული მედია ამ საკითხთან დაკავშირებით სავარაუდო ეჭვების შესახებ წერს, რაც ტრამპის განკარგულებისთვის გვერდის ავლას ეხება. ამასობაში, „ქრონიკამ“ გაარკვია, რომ ორგანიზაციამ საქართველოში არსებული პროექტები გააჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც