ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მირიამ ლექსმანი - ძვირფასო ჯოზეფ ბორელ და შარლ მიშელ, კიდევ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ საბოლოოდ დაასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურებისთვის?

ძვირფასო ჯოზეფ ბორელ და შარლ მიშელ, კიდევ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ საბოლოოდ დაასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურებისთვის, გაყინოთ ევროკავშირის სახსრები და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება შეაჩეროთ? - ასე მიმართავს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.
ლექსმანი ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, იწყება მონაცემთა ბაზის შექმნა, „სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს".
როგორც ის წერს, „ახლა დროა, გადაარჩინონ ქართული დემოკრატია და დადგნენ მის ხალხთან“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.