არქივი28 ოქტომბერი, 2024, 22:07
მირიამ ლექსმანი ორბანს - საქართველო შეიძლება კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული იყოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ არის

საქართველო შეიძლება კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული იყოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ არის , - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „საქართველო კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფოა“.
„საქართველო შეიძლება კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული იყოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ არის. მათი ერთგულება ოლიგარქისა და მისი ინტერესების მიმართ არის, კრემლის მიზნების ხელის შეწყობასთან ერთად“, - წერს მირიამ ლექსმანი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.