მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ვერც გამჭვირვალედ და ვერც გაუმჭვირვალედ საქართველოში ვერავითარი რევოლუცია ვერ მოხდება, საქართველო არის სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით

მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ვერც გამჭვირვალედ და ვერც გაუმჭვირვალედ საქართველოში ვერავითარი რევოლუცია ვერ მოხდება, საქართველო არის სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით
მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ვერც გამჭვირვალედ და ვერც გაუმჭვირვალედ საქართველოში ვერავითარი რევოლუცია ვერ მოხდება, საქართველო არის სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადამიანები, რომლებსაც ეწოდებათ ხელოვანები, ისინი წინა პლანზე გამოიყვანეს ამ რევოლუციურ პროცესში, რაც სამწუხაროა.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, როგორც ვითარდებოდა გარედან პროცესები, რაც დაკავშირებულია მიმდინარე მოვლენებთან. მინდა, შეგახსენოთ კანვასის ტრენინგები, მაშინ ვიღაც-ვიღაცები ირონიულად საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორც შეიძლება, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართული მაგალითად რევოლუციურ პროცესებში. ფაქტი არის სახეზე, არიან ადამიანები, რომლებსაც ეწოდებათ ხელოვანები, ისინი წინა პლანზე გამოიყვანეს ამ რევოლუციურ პროცესში, რაც სამწუხაროა. იყო ფრანკლინის კლუბი, სადაც ხდებოდა ახალგაზრდების ორგანიზება ძალადობრივი ქმედებებისთვის და შედეგიც არის სახეზე.
ეს ყველაფერი ხდებოდა უცხოური დაფინანსებით და საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გავიხსენოთ ის, თუ როგორ უპირისპირდებოდნენ იგივე ადამიანები, იგივე ძალები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში რევოლუცია უნდა მომხდარიყო გაუმჭვირვალედ. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ვერც გამჭვირვალედ და ვერც გაუმჭვირვალედ საქართველოში ვერავითარი რევოლუცია ვერ მოხდება, საქართველო არის სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით, ყველას უნდა შევახსენოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია