ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მინდა საზოგადოებას მოვუყვე, რა მოხდა ჩემი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერამდე… რეალური მიზეზი არის ჩემი დაშინება და გაჩუმება” – თინა ბოკუჩავა

“მინდა საზოგადოებას მოვუყვე, რა მოხდა ჩემი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერამდე… რეალური მიზეზი არის ჩემი დაშინება და გაჩუმება” – თინა ბოკუჩავა

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვა ეხ­მი­ა­ნე­ბა მისი მე­უღ­ლის, კოტე იო­სე­ლი­ა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, სა­დაც ის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვილს, უტა ივა­ნიშ­ვილს ბო­დიშს უხ­დის.
2018 წელს იო­სე­ლი­ან­მა ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში უტა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღე­ში ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.
“ყვე­ლას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა – პი­რა­დია, წერ­ტი­ლი! მაგ­რამ ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ უტა ივა­ნიშ­ვილ­ზე, 7 წლის წინ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­ზეც კო­ტემ ფაქ­ტი­დან სამ დღე­ში­ვე სა­ჯა­როდ მო­ი­ხა­და ბო­დი­ში, გუ­შინ­დე­ლი კო­ტეს ძა­ლა­დობ­რი­ვი გა­ტა­ცე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი არაა და ეს არის მხო­ლოდ სა­ბა­ბი.
რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი კი არის ჩემი და­ში­ნე­ბა და ჩემი გა­ჩუ­მე­ბა.
ახლა მინ­და ძა­ლი­ან გარ­კვე­ვით ვთქვა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, მისი ყვე­ლა ოჯა­ხის წევ­რის, კო­ტეს გამ­ტა­ცებ­ლე­ბის და გა­ტა­ცე­ბის დამ­კვე­თე­ბის, მათ შო­რის გელა გე­ლა­ძის გა­სა­გო­ნად – არ მე­ში­ნია, არ გავ­ჩუმ­დე­ბი და ვიბ­რძო­ლებ თქვე­ნი ძა­ლა­დობ­რი­ვი, მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი რე­ჟი­მის დე­მონ­ტა­ჟის­თვის.
რე­ჟიმ­მა ჩათ­ვა­ლა რომ ისი­ნი მე ვერ მი­ჭე­რენ და ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს ჩემ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ზე­წო­ლა ჩემი ოჯა­ხით. მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ არ მე­ში­ნია, არ გავ­ჩუმ­დე­ბი და ყო­ველ­თვის ვი­ტყვი სი­მარ­თლეს,“ – გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.
ამას­თან, ბო­კუ­ჩა­ვას თქმით, გუ­შინ მისი ქმა­რი უც­ნობ­მა პი­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს და “8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, “მო­დუ­ლის” შე­ნო­ბა­ში ჰყავ­დათ და ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ“.
“ვა­კის აუზ­თან, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობთ სამ შვილ­თან ერ­თად, ღა­მით 5 ნიღ­ბი­ა­ნი თავს და­ეს­ხა ჩემს მე­უღ­ლეს, თუმ­ცა მძი­მე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბა მათ ვერ შეძ­ლეს. ამის შემ­დეგ თვა­ლე­ბი აუხ­ვი­ეს და ჩას­ვეს მან­ქა­ნა­ში. თვა­ლე­ბახ­ვე­უ­ლი და ხე­ლებ­შეკ­რუ­ლი გა­ი­ტა­ცეს უც­ნო­ბი მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა ტრა­ექ­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ ვვა­რა­უ­დობთ, რომ ის “მო­დუ­ლის” შე­ნო­ბა­ში ჰყავ­დათ.
ად­გილ­ზე მიყ­ვა­ნის შემ­დეგ 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ზე ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. ისი­ნი ჩვე­ნი 10 წლის შვი­ლის სკო­ლის და ჩვე­ნი ტყუ­პე­ბის ბა­ღის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას უსახ­ლებ­დნენ, მას­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ზე­წო­ლა და მუ­ქა­რა და მას ემუქ­რე­ბოდ­ნენ ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბით” – ამ­ბობს ბო­კუ­ჩა­ვა.
ცნო­ბის­თვის, გუ­შინ თინა ბო­კუ­ჩა­ვას მე­უღ­ლემ კოტე იო­სე­ლი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვილს, უტა ივა­ნიშ­ვილს ბო­დიშს უხ­დის. ვი­დე­ოს არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. “კოტე გცე­მეს? თუ ქუ­ჩამ “გა­კა­ჩა­ვა”?“ – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.
ცნო­ბის­თვის, 2018 წელს იო­სე­ლი­ა­ნი სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამის გამო, ბო­დი­შიც მო­ი­ხა­და.
“ბო­დიშს ვიხ­დი თუკი არა­ე­თი­კუ­რად გა­მო­ვი­და და ვინ­მეს გრძნო­ბებს შე­ვე­ხე”, – და­წე­რა მა­შინ პო­ლი­ტი­კოს­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.