არქივი17 მაისი, 2026, 18:51
,,მინდა დავამშვიდო ის მრავალი ოჯახი, რომელიც აბორტის ცოდვას ატარებს” – ზვიად ტომარაძე

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე შიო მესამის ქადაგებას ეხმაურება:
,,რა თქმა უნდა აბორტი დიდი ცოდვაა, მაგრამ ქრისტიანობა სინანულის და მიტევების რელიგიაა, მეძავები მარიამ მაგდალინელი და მარიამ ეგვიპტელი წმინდანები გახდნენ, ავაზაკი პირველი შევიდა სასუფეველში, ხოლო მამლის ყივილამდე სამჯერ ქრისტეს უარმყოფელი პეტრე დღემდე მოციქულთა შორის უპირატესად ითვლება! ასე რომ მინდა დავამშვიდო ის მრავალი ოჯახი, რომელიც აბორტის ცოდვას ატარებს, განწირული ვერ იქნება კაცთმოყვარე უფლის მიერ!“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.