ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი – ეს უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება” – მამუკა ხაზარაძე

,,მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი – ეს უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება” – მამუკა ხაზარაძე

,,ძლიერი საქართველო ლელოს” ლიდერი, პატიმრობაში მყოფი მამუკა ხაზარაძე დღეს გამოცხადებულ განაჩენებს ეხმაურება:
,,დღეს ბიძინას მსახური მურუსიძის სასამართლომ უსირცხვილო განაჩენი გამოუტანა ჩემს თანამებრძოლებს, თანაპარტიელებსა და გულანთებულ ქართველებს, ვეფხიას და ვასილს, ასევე უსამართლოდ დაპატიმრებულ ბიჭებს, ანტონს, ზვიადს, ირაკლის, გიორგის, თორნიკეს, ინსაფსა და ნიკოლოზს.
საქმის მტკიცებულებებზე არ ვისაუბრებ, რადგან მსგავსი რამ ამ საქმეში არ არსებობს. ის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი და ფალსიფიცირებულია ისევე, როგორც ყველა მსგავსი საქმე და ეს ხალხი გამოგონილი, ე.წ. საპარლამენტო კომისიის სახელით გვესაუბრება წინა ხელისუფლების დანაშაულებზე მაშინ, როცა იგივე მოსამართლეები და პროკურორები დღესაც “ოცნების” სამსახურში არიან.
მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი – ეს უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!
ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში.
მხნეობას და სიმტკიცეს ვუსურვებ ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს. ბრძოლა ბოლომდე – საქართველოსთვის!
მამუკა ხაზარაძე
საკანი 208“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.