მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, -მ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა, ეს მაჩვენებელი შეესატყვისება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს, თვისებრივად იქნება აღმოფხვრილი ეს პრობლემა, რაც მნიშვნელოვანია, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, -მ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა, ეს მაჩვენებელი შეესატყვისება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს, თვისებრივად იქნება აღმოფხვრილი ეს პრობლემა, რაც მნიშვნელოვანია, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა. ეს მაჩვენებელი შეესატყვისება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეფექტიანობა არის სერიოზულად გაზრდილი, თუმცა კიდევ უფრო მეტად არის გასაძლიერებელი მიგრაციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„გასული თვეების განმავლობაში თვისებრივად გაიზარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანობა, განსაკუთრებით ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციულ დანაშაულთან და ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა. იგივე ეხება უკანონო მიგრაციასთან ბრძოლასაც, სადაც გვაქვს შთამბეჭდავი მაჩვენებლები. წელს უკვე მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა. ეს მაჩვენებელი შეესატყვისება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს. ეფექტიანობა არის სერიოზულად გაზრდილი, თუმცა კიდევ უფრო მეტად არის გასაძლიერებელი მიგრაციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაზეც ბატონი მინისტრი და სამინისტრო აქტიურად მუშაობენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება სამომავლო საქმიანობაზე უკანონო მიგრაციის მიმართულებით. იმ გეგმის მიხედვით, რომელიც წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომავალ წელს უზრუნველყოფილი იქნება სულ მცირე 3 500 არალეგალის გაძევება ქვეყნიდან. ეს არის მინიმალური მაჩვენებელი. მთლიანობაში, ამ გეგმის მიხედვით ალბათ 3-4 წელიწადში სრულად იქნება აღმოფხვრილი არალეგალური მიგრაციის პრობლემა. თვისებრივად იქნება აღმოფხვრილი ეს პრობლემა, რაც არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით. მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გაწეული საქმიანობისთვის და სამომავლო გეგმებისთვის“ , – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს