ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიმდინარე წლის ოქტომბერში, სამართალდარღვევის 57 ფაქტი გამოვლინდა

მიმდინარე წლის ოქტომბერში, სამართალდარღვევის 57 ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, სამართალდარღვევის 57 ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„სააგენტოს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 55 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 150 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 16 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 4 - სამცხე-ჯავახეთის, 9 - გურიის, 11 - ქვემო ქართლის, 5 - კახეთის, მცხეთა-მთიანეთის - 6, სამეგრელო-ზემო სვანეთის - 3, ხოლო 1 - შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
ამავე პერიოდში, სამეგრელო ზემო-სვანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 2 ფაქტი.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 510 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1350 კუბური მეტრი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 56 ფაქტი“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.