ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 9 სოფელსა და დაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 9 სოფელსა და დაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გზების რეაბილიტაცია დაგეგმილია სოფელ ტბაზე, სადგერში, ცემში, ყვიბისში, ანდეზიტში, ტაბაწყურში, პატარა მიტარბში, დაბა ბაკურიანსა და ახალდაბაში.
„მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში 7,3 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდება. დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, განხორციელდება მიერთებების და ეზოში შესასვლელების მოწყობა, საჭიროების მიხედვით მოეწყობა საყრდენი კედლები, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, განახლებული და კომფორტული გზებით, გადაადგილდნენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.