„მიმდინარე საპარლამენტო კომისიების დროს, სადისტრიბუციო კომპანიებმა მიიღეს შეტყობინებები, რითეილ სექტორის გარკვეული ნაწილისგან, სადაც ისინი კიდევ ითხოვდნენ დამატებით გადასახადს“

“მიმდინარე საპარლამენტო კომისიების დროს, სადისტრიბუციო კომპანიებმა მიიღეს შეტყობინებები, რითეილ სექტორის გარკვეული ნაწილისგან, სადაც ისინი კიდევ ითხოვდნენ დამატებით გადასახადს” –  ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში “დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის”თავმჯდომარე, ლაშა რიჟამაძემ განაცხადა.რიჟამაძეს კონკრეტული ქსელები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ შესაბამის უწყებებს შეუძლიათ მოიძიონ ამის შესახებ ინფორმაცია.“იმედი გვაქვს, რომ მინიმუმ ამ პროცესის დასრულებამდე, ძველი სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში და იმ პირობების გაუარესების გარეშე, რაც არსებობს, კომპანიები შეძლებენ ქსელებთან ურთიერთობის გაგრძელებას და არ მოხდება დამატებითი პირობების ასახვა ხელშეკრულებებში, რაც საბოლოოდ კიდევ უფრო ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს,” –  ამბობს ლაშა რიჟამაძე.ცნობისთვის, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.  დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს.  საპარლამენტო კომისიამდე ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ “სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის” კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა და მას შემდეგ, ეს პროცესი და შეხვედრები ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან გრძელდება.წყარო: bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა