ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მილის დაზიანების გამო, დიღმის მასივში 12 250-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა | აღდგენის დრო

"თბილისი ენერჯის" ცნობით, კერძო კომპანიის მიერ გაზსადენი მილის დაზიანების გამო, დიღმის მასივში 12 250-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა.
"თბილისი ენერჯის" თქმით, გაზის მოწოდების აღდგენა 17 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგენა.
"თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით მისგან დამოუკიდებლად შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის დანადგარების ონკანები ღია მდგომარეობაში," - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.