ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მილიარდი ევრო 5 წელიწადში და სხვა პრივილეგიები - არაბული კლუბი ვინისიუსს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს

მილიარდი ევრო 5 წელიწადში და სხვა პრივილეგიები - არაბული კლუბი ვინისიუსს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს

"ალ ჰილალი" მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს, ვინისიუს ჟუნიორს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს. Relevo-ს ინფორმაციით, არაბული კლუბი მზადაა ბრაზილიელს 5 წლის განმავლობაში მილიარდ ევროს მიიღებს.
გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, "ალ ჰილალი" "რეალის" 7-იანს, 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ელჩობას პირდება, აღნიშნულ წელს მუნდიალი საუდის არაბეთში გაიმართება.
დიდი ალბათობით, ფეხბურთელი ამ წინადადებაზე უარს იტყვის, რადგან ვინისიუსს კარიერის გაგრძელება ჯერ კიდევ ევროპაში სურს.
თავის მხრივ, მოთამაშის გასხვისება არც მადრიდის "რეალს" სურს და "ბლანკოსი" ფეხბურთელს მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ, რითაც ვინისიუსი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.