ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მილერი: ცხადად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა

ცხადია, ეს გადაწყვეტილება [თავდაცვის ძალებისთვის €30 მილიონის გაყინვა] ევროკავშირის მიერ არის მიღებული და მათ უფრო სათანადოდ შეუძლიათ ამაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა მე ვიცი, რომ მათ ცხადად თქვეს ისევე, როგორც ჩვენ ვთქვით ცხადად, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა.
ჩვენ ვეწინააღმდეგებით დევნას ნებისმიერი დემოკრატიული უთანხმოების წინააღმდეგ. ამას ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ. ეს არის ის მოსაზრება, რომელსაც ჩვენ [რუსული] კანონის მიღების შესახებ გამოვთქვამდით, რომ ეს [კანონი] იქნებოდა გამოყენებული ლეგიტიმურ დემოკრატიულ უთანხმოების წინააღმდეგ დევნისთვის. ეს საქართველოს მთავრობის ქცევის შემაშფოთებელი შაბლონია, რომლის შეცვლისკენაც ჩვენ მათ მოვუწოდებთ.
თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე.
ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ინფორმაციით, 9 ივლისს ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.