არქივი27 თებერვალი 2026, 22:34
მილანში ტრამვაი რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა - არის მსხვერპლი

იტალიის ქალაქ მილანში ტრამვაი რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც, 1 ადამიანი დაიღუპა - სულ მცირე, 39 კი დაშავდა. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ვიტორიო ვენეტოს ქუჩაზე, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 16:00 საათზე მოხდა. BBC-ის ცნობით, იმ დროს, ტრამვაი მგზავრებით სავსე იყო.
BBC-ის ცნობით, დაღუპულს, სავარაუდოდ, ტრამვაი დაეჯახა - დაშავებულთა უმეტესობა კი მგზავრია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანების ნაწილი ნანგრევებშია მოყოლილი.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.