პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიკროჩიპების მწარმოებელმა Analog Devices–მა კვარტალური შემოსავალი 25%–ით გაზარდა

მიკროჩიპების მწარმოებელმა Analog Devices–მა კვარტალური შემოსავალი 25%–ით გაზარდა

ამერიკულმა ნახევარგამტარული პროდუქციის მწარმოებელმა კომპანია Analog Devices-მა მესამე ფინანსურ კვარტალში წმინდა მოგება თითქმის ერთი მესამედით, ხოლო შემოსავალი ერთი მეოთხედით გაზარდა, ამასთან შემოსავალმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა.
2 აგვისტოს დასრულებული კვარტალისთვის კომპანიის წმინდა მოგებამ 518.52 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 1.04 აშშ დოლარი აქციაზე შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 392.2 მილიონ აშშ დოლართან ანუ აქციაზე 0.79 აშშ დოლართან შედარებით.
კორექტირებული მაჩვენებელი აქციაზე 1.58 დოლარიდან 2.05 დოლარამდე გაიზარდა.
შემოსავალი წინა წლის 2.31 მილიარდი დოლარიდან 2.88 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. LSEG-ის მიერ გამოკითხულმა ანალიტიკოსებმა კომპანიის შემოსავალი საშუალოდ 2.77 მილიარდ დოლარად შეაფასეს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.