ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიიღე მონაწილეობა Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაში და გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი უკვე 11 წელია ხელს უწყობს ახალგაზრდა პროფესიონალებს, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდიით განაგრძონ. მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით კი საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში.
Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება ყველა იმ წარმატებულ სტუდენტსა და ახალგაზრდა პროფესიონალს შეუძლია, რომლებსაც სწავლის გაგრძელება აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით სურთ.
2024-2025 წლის Fulbright-ის პროგრამაზე მიღება უკვე დაიწყო და ის პირველ აგვისტომდე გაგრძელდება. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია ბმულზე.
Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო ახორციელებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ:

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.