მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს და მორიგ შეთავაზებას უკეთებს. ამჯერად, საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები extra.ge-ზე და extra market-ზე შოპინგისას, დახარჯული თანხის 20% -ს MR ქულების სახით მიიღებენ.

შეთავაზების ფარგლებში, 13 თებერვალს, ის მომხმარებლები, რომლებიც extra.ge-ზე და extra market-ზე შოპინგისას, საქართველოს ბანკის საკრედიტო AmEx ბარათით გადაიხდიან, დახარჯული თანხის 20% MR ქულების სახით დაუბრუნდებათ. (ჯამში მაქსიმუმ 150 ლარის MR ქულა)

შეთავაზება ვრცელდება extra.ge-სა და extra market-ის სრულ ასორტიმენტზე, როგორც ვებ-გვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში.

ინფორმაციისთვის, extra საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქტებსა და კომფორტულ ონლაინ შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს.

ასევე დაგაინტერესებთ

კონტრაქტორ კომპანიას არ გააჩნდა ნებართვა ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად – ვამზადებთ მასალებს, რომელიც საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება – მუნიციპალური განვითარების ფონდი