“მიზანი თუ იქნება, ვიმსჯელოთ, როგორი საქართველო უნდათ მომავალში, მაშინ ჩვენ გარდა სხვა თავმჯდომარეს ვერ ვხედავ” – იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილის “სუპერ პაკ”-ის იდეას გამოეხმაურა. იაგო ხვიჩიას შეფასებით, მნიშვნელოვანია, ჯერ გაირკვეს რა არის ინიციატივის მიზანი და თუ მისი “მიზანია მსჯელობა, როგორი საქართველო უნდათ მომავალში, მაშინ თავმჯდომარეობაზეც კი თანახმა არიან.
“მიზანი თუ არის, 25 ადამიანი “ნაცმოძრაობის” ოფისში იჯდეს და არკვევდეს, როგორი მომავალი უნდათ ქვეყანაში, ვის რა უნდა, ვის რისი გამოსწორება სურს, ვინ როგორ ხედავს თავის თავს, სერიოზული დისკუსია იქნება. გამორიცხული არაა, მის თავმჯდომარეობაზეც ვიფიქროთ. ჯერ უნდა გავიგოთ, “სუპერ პაკ”-ი რა არის. მიზანი თუ არის, გავარკვიოთ, როგორი საქართველო გვინდა, ჩვენზე უკეთესი თავმჯდომარე ვინ ეყოლებათ? – განმარტება ჩვენს სასარგებლოდაა, რომ ამ ორგანოს თავმჯდომარე “გირჩი” იყოს. მანდატების დანაწილებაზე თუ იქნება საუბარი და სიაში ვინ რომელი ნომერი იქნება, “ფანჩატური 2″ მონაგონი იქნება. რისთვის არის საჭირო სუპერ პაკ-ი? მისი მიზანი თუ იქნება, ვიმსჯელოთ, როგორი საქართველო უნდათ მომავალში, მაშინ ჩვენ გარდა, სხვა თავმჯდომარეს ვერ ვხედავ” – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. “ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი,” – განაცხადა სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა