ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მივყვეთ იმ ვერსიას, სადაც ანრი ოხანაშვილი და საქართველოს სპეცსამსახურები უფრო მაგრები არიან, ვიდრე Mi6, „მოსადი“ – მამუკა მდინარაძე

„მივყვეთ იმ ვერსიას, სადაც ანრი ოხანაშვილი და საქართველოს სპეცსამსახურები უფრო მაგრები არიან, ვიდრე Mi6, „მოსადი“ – მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ანრი ოხანაშვილის დასახელებას ასე ეხმაურება;
„მივყვეთ იმ ვერსიას, სადაც ანრი ოხანაშვილი და საქართველოს სპეცსამსახურები უფრო მაგრები არიან, ვიდრე Mi6, „მოსადი“ და მსოფლიოს უსაფრთხოების სხვა სამსახურები. დიდი მადლობა, რომ ასეთ რეკლამას უკეთებთ ქართულ უსაფრთხოების სამსახურს. გამოდის, რომ ანრი ოხანაშვილი დუბაიში ჩავიდა და მოიტაცა ადამიანი. გატაცება რატომაა?! როდესაც დამნაშავეა ადამიანი, მსჯავრდადებულია და სხვა ქვეყანაში ჩადის უსაფრთხოების სამსახური და აკავებს, ამას ჰქვია სპეცოპერაცია. [დაკავების] პირველ დღეს რატომ არ ახსენა [ბაჩიაშვილმა გატაცება], გაიტაცეს ციხიდან და შეეშინდა?! სუს-ი ამტკიცებს, რომ საზღვართან დააკავეს. მე უფრო გამიხარდებოდა ის ვერსია, რასაც ბაჩიაშვილი ამტკიცებს, მაგრამ სიმართლე იქით არის, რომ უბრალოდ კი არ ჩასულა ანრი ოხანაშვილი და კი არ წამოუყვანია, კინოს სცენარისტის მიერ მოგონილი სპეცოპერაცია კი არ ჩაუტარებია, უბრალოდ მოძვრებოდა [საქართველოში] ვიღაცის, ან რაღაცის შიშის გამო და დააკავეს მწვანე ზოლთან ახლოს“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.