ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მივუახლოვდი რომ მეთქვა მათმა რეჟიმმა რა ქნა გუშინ ბათუმში, მაგრამ ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა!” – რა მოხდა აბუ-დაბიში?

„მივუახლოვდი რომ მეთქვა მათმა რეჟიმმა რა ქნა გუშინ ბათუმში, მაგრამ ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა!” – რა მოხდა აბუ-დაბიში?

მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლის ცნო­ბით, აბუ და­ბი­ში ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას შეხ­ვდა და გა­და­წყვი­ტა, რომ ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე მო­ე­ყო­ლა, თუმ­ცა რო­გორც გა­ბი­ტაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ზარ­ქუ­ამ მის ტე­ლე­ფონს ხელი გა­არ­ტყა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.
“აბუ და­ბი­ში მწა­მე­ბე­ლი და რეპ­რე­სი­უ­ლი რე­ჟი­მის შე­მოქ­მე­დე­ბი შემ­ხვდნენ, კონ­ცერ­ტზე არი­ან ჩა­მო­სუ­ლე­ბი. წყნა­რად მი­ვუ­ახ­ლოვ­დი რომ მეთ­ქვა მათ­მა რე­ჟიმ­მა რა ქნა გუ­შინ ბა­თუმ­ში, მაგ­რამ ზარ­ქუ­ამ ხელი გა­არ­ტყა ტე­ლე­ფონს და შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა!
არა­და, მინ­დო­და მეთ­ქვა, რომ ისი­ნი ესე მშვი­დად ვერ იცხოვ­რე­ბენ, რომ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბია ჩა­სა­ნიშ­ნი და ხალ­ხია გა­მო­საშ­ვე­ბი ცი­ხე­ე­ბი­დან, მაგ­რამ არ მა­ცა­ლა. ესე ვერ გა­ვაგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბას, არც საგ­მი­როა ეს საქ­მე არც სა­ა­მა­ყო, უბ­რა­ლოდ მათ ხელ­შია სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა!
ცი­ხე­ში ხალ­ხი ჩემი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო ზის, მათ ვერ მი­ვა­ტო­ვებ და და­სა­კარ­გიც არა­ფე­რია, რად­გან აღ­კვე­თი­ლი მაქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბა. არც და­ჭე­რის არც რეპ­რე­სი­ე­ბის არ მე­ში­ნია, ჩვენ ბევ­რნი ვართ ! ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და ხალ­ხის ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბაა მთა­ვა­რი”, – წერს ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი და ფაქ­ტის ამ­სახ­ველ ვი­დეო კად­რებ­საც ავ­რცე­ლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.