ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მივმართავ ჩვენ საამაყო ფეხბურთელებს!.. ახლა, დაიწყება თითოეულ თქვენგანზე ბულინგის განხორციელება!“ – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:
„მივმართავ ჩვენ საამაყო ფეხბურთელებს!
ახლა, დაიწყება თითოეულ თქვენგანზე ბულინგის განხორციელება!
მოგმართავენ ერთი, უწყინარი კითხვით – თქვენ გინდათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება?…
თქვენ, ასევე უწყინრად და აფსოლუტურად სამართლიანად უპასუხებთ, რომ გინდათ!
ამას მოყვება თქვენი გამოცხადება ოპოზიციის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის მხარდამჭერად! მოყვება, თქვენი ჩათრევა პოლიტიკურ ანგარიშსწორებებში და პიარ ტექნოლოგიებში! მოყვება, თქვენი ხელისუფლებასთან დაპირისპირების აგიტაცია… ანუ, ეს პოლიტიკური გვამები, მოინდომებენ თქვენ გამოყენებას საკუთარი აგენტურული და ანტიქართული პოლიტიკის, საქმიანობის გადასაფარად!
ბიჭებო, შვილებო, მაგარო ქართველებო, გთხოვთ უმორჩილესად, არ აყვეთ! არ უპასუხოთ! არ მიცეთ საშუალება, რომ თავის მართლების და საკუთარი პოზიციის დაცვის მდგომარეობაში გადაგიყვანონ! არ მიცეთ არავის საშუალება, რომ გამოგიყენონ!

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.