მივმართავ ყველა პატიოსან მოქალაქეს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი, იცით, რომ დღეს პრაიდის გვერდით, ანუ მამათმავლების გვერდით თქვენც გეპატიჟებიან?

მივმართავ ყველა პატიოსან მოქალაქეს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი, იცით, რომ დღეს პრაიდის გვერდით, ანუ მამათმავლების გვერდით თქვენც გეპატიჟებიან, რომ საქართველოს განვითარებაზე და ხვალინდელ დღეზე ისაუბროთ? – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“.
„ის აქცია, რომელიც დააანონსა ლგბტ-მ [„თბილისი პრაიდმა“] და რადიკალურმა ოპოზიციამ, სიმბოლურია. დღეს ვინც ლგბტ პროპაგანდის მომხრეა, ყველა [მიხაელ] როთები არიან და დღეს მათი შეკრებაა. მივმართავ ყველა პატიოსან მოქალაქეს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი, იცით, რომ დღეს პრაიდის გვერდით, ანუ მამათმავლების გვერდით თქვენც გეპატიჟებიან, რომ საქართველოს განვითარებაზე და ხვალინდელ დღეზე ისაუბროთ? თქვენ ამას ეთანხმებით? მომხრე ხართ, რომ აქ ლესბოსელი, გეი და მათი პროპაგანდა იყოს დღის წესრიგში? – მაშინ, მიბრძანდით. როგორ შეიძლება ქართველი კაცი თავისი სტუმარ-მასპინძლობით, ადათ-წესებით განთქმული, პრაიდთან ერთად ატარებდეს აქციას?!“ – აღნიშნა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს