მივიღე გადაწყვეტილება, 29 მაისს სასამართლოში არ მივიდე, პატიმრობისთვის მომზადებას არ ვაპირებ –

პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლერი 29 მაისს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, გადაწყვეტილება ხალხის პატივისცემის გამო მიიღო და არ აპირებს პატიმრობისთვის მომზადებას.
„მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო მონაწილეობა და არ მივიდე 29 მაისს სასამართლოში. ამას ხალხის პატივისცემის გამო გავაკეთებ, რადგან მე დღეს რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ იქ ქალებს, უფროსებს, უმცროსებს, ბავშვებს, არ მინდა, რომ ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურა ჯაფარიძეს ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. იქნება წარმომადგენელი, ადვოკატი, მე პატიმრობისთვის არ ვაპირებ მომზადებას, ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს და ვნახოთ. სად ვიქნები, არ ვიცი“, – განაცხადა მელიამ.
ნიკა მელია სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო არის დაბარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია