არქივი1 მარტი, 2024, 18:54
“მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო პოლიტიკაში” – ზურა დათუნაშვილი ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება
ყოფილი სპორტსმენი, მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება, ამის შესახებ თავად წერს სოციალურ ქსელში:
“მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავერთო პოლიტიკაში. არა იმიტომ, რომ სპორტსმენი ვიყავი, ვიღაცისთვის შეიძლება წარმატებული, ვიღაცისთვის შეიძლება წარუმატებელი. პოლიტიკაში ვერთვები იმიტომ, რომ მაქვს ჩემი ღირებულებები, შეხედულებები და ამაზე საუბარი შემიძლია ყველასთან და ყველგან. პოლიტიკაში ვერთვები ახალ, ვიმეორებ, ახალ საუკეთესო გუნდთან ერთად”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.