არქივი26 იანვარი, 2024, 09:08
"მივესალმები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის საფუძვლიანი მომზადების დაწყებას" - ზელენსკის განცხადება
„მივესალმები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის საფუძვლიანი მომზადების დაწყებას. წინ შრომატევადი სამუშაოა უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის, უკრაინული დელეგაციის ფორმირებისა და ჩვენი მოლაპარაკების პოზიციის შესაფასებლად. იმედი მაქვს, სამთავრობო გუნდი მაქსიმალურად მობილიზდება და მიმდინარე წლის გაზაფხულზე პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია გაიმართება“, - ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
მან განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.