ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს - უილსონი

მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს - უილსონი

მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს - უილსონი
მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს, - ასე ეხმიანება ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ოლიგარქის დასანქცირებას. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა.
კონგრესმენი წერს, რომ საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
„მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს. მე ამის შესახებ 2020 წელს განვუცხადე რესპუბლიკური კვლევის კომიტეტს.
ივანიშვილს სძულს ამერიკა და უყვარს ჩინეთი და ირანი. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები," - წერს ჯო უილსონი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.