ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მივდივარ იმიტომ რომ…. – რატი ბრეგაძე 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებაზე

მივდივარ იმიტომ რომ…. – რატი ბრეგაძე 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებაზე
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე 29 აპრილს, “ქართული ოცნების” ორგანიზებით დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით წერს:
“მივდივარ იმიტომ რომ:
მინდა ერთიანი საქართველო;
მინდა მშვიდობა;
მინდა სუვერენიტეტი;
მინდა, ახდეს მრავალი თაობის ოცნება და ვიყოთ თანასწორები თანასწორთა შორის ევროპაში;
მინდა უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის;
მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს დიდი გამარჯვების უნარი;
მჯერა, რომ ჭეშმარიტებას შობს ცოდნა და ურთიერთპატივისცემა;
მჯერა, რომ ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომელიც ჰუმანურობითაა განმსჭვალული სამარადჟამოდ იქნება აღიარებული და დაფასებული.”– წერს რატი ბრეგაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.