არქივი22 იანვარი, 2024, 13:45
"მივდივართ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრისკენ" | ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს შორის შესაძლო შეხვედრისთვის, ორივე მხარე ემზადება:
"ჩვენ ნამდვილად მივდივართ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრისკენ. ეს იქნება მთავარი ამოცანა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს შეხვედრის დროს. " ამბობს ერმაკი.
უკრაინისა და უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრა 29 იანვარს, უჟგოროდში იგეგმება.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.