მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების მანძილზე, უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, იორდანიის, პაკისტანის, ჩინეთის, რუსეთის, სომხეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, განას, ერაყის, იემენის, ეგვიპტისა და ლიბანის – ჯამში 44 მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ გასული თვის მანძილზე, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულია უცხო ქვეყნის 152 მოქალაქე, ხოლო მიმდინარე წლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაძევებული პირების ჯამურ რაოდენობას, რამაც დღეის მონაცემებით 1131 პირი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება