მიბარებს ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩი თავისთან რეზიდენციაში, თქვენთან მაქვს პრობლემაო, მან გულის ჯიბიდან ამოიღო პატარა ფურცელი – (ვიდეო)

მიბარებს ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩი თავისთან რეზიდენციაში, თქვენთან მაქვს პრობლემაო, მან გულის ჯიბიდან ამოიღო პატარა ფურცელი – (ვიდეო)
კულტურის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა, გადაცემაში “ნოესთან” სტუმრობისას, ისაუბრა მინისტრად მისი დანიშვნიდან რამდენიმე ხანში მომხდარ ერთ ამბავზე. კერძოდ, როგორც მან განაცხადა, 2021 წელს, ერთ-ერთი დიდი ევროპული ქვეყნის ელჩმა დაიბარა და პირდაპირ მოსთხოვა კონკრეტული ადამიანების დაფინანსება.
“ამ დროს მე მიბარებს ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩი თავისთან რეზიდენციაში, აქვე აღვნიშნავ, რომ ეს არ იყო საფრანგეთის ელჩი. და მეც, როგორც ბიძია თომა, მივეახლე. მან მითხრა – კარგია, გილოცავთ რომ დაინიშნეთო, მაგრამ თქვენთან მაქვს პრობლემაო, მან გულის ჯიბიდან ამოიღო პატარა ფურცელი, რომელიც გაშალა და მითხრა, რომ მე, მაგალითად, არ მომწონს და მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთო.
ეს იყო ძალიან პატარა სია. ვისაც კი თქვენ ხედავდით და ხედავთ, რომ ყვირის, იყო უკმაყოფილო წულუკიანის მმართველობით და უკმაყოფილოა “ქართული ოცნებით”, ყველა იყო ამ სიაში, ეს იყო ადამიანების პატარა ჯგუფი, მყვირალა ხალხი, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ, რომ წლების მანძილზე, ხელისუფლებები მიდიოდნენ-მოდიოდნენ, მაგრამ ეს ადამიანები მუდმივად იყვნენ იქ და ფინანსდებოდნენ.
აი, ეს არის, რაც შეიცვალა. მე, მაშინ, ძალიან უსაიამოვნო საუბარი მქონდა კონკრეტულ ელჩთან, ავუხსენი, რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება იმიტომ, რომ ქართული კულტურა, მხოლოდ ეს 5-6 ადამიანი არ არის.
მაშინ ის (ელჩი) გაკადნიერდა და მითხრა ასეთი რამ – “თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ საქართველოს რეგიონებზე და მინდა იცოდეთ, რომ საქართველო, მხოლოდ სოფელი არ არის” – აქ საუბარი კიდევ უფრო დაიძაბა და რეალურად, მე წავიყვანე საუბარი ბოლოსკენ და ავუხსენი, რომ საქართველო არის სოფელიც, ჩვენი ლამაზი დედაქალაქიც და ეს სამინისტრო არის ყველასთვის.
კულტურის სამინისტრო უნდა ყოფილიყო ერთი კონკრეტული ჯგუფის მძევალი და აქედან ჩვენ გავთავისუფლდით.”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი