ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიანმარში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა - ბანგკოკამდე მიღწეული ბიძგების შედეგად 30-სართულიანი მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა, დაკარგულია 43 ადამიანი

მიანმარში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა - ბანგკოკამდე მიღწეული ბიძგების შედეგად 30-სართულიანი მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა, დაკარგულია 43 ადამიანი

მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი - 6.4.
პირველი მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ საგაინგის ჩრდილო-დასავლეთით 16 კმ-ში დაფიქსირდა, მეორის კი - საგაინგიდან სამხრეთით 18 კილომეტრში.
მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია. ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა. მაშველები მშენებლობაზე დასაქმებულ 43 მუშას ეძებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.