ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 694-მდე გაიზარდა

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 694-მდე გაიზარდა

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 694-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, დაშავებულია 1670 ადამიანი. ამასთან, ელიან, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სამაშველო სამსახურები „უზარმაზარი ზარალის“ შესახებ იუწყებიან.
28 მარტს პირველი ძლიერი – 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მიანმარის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივი დროით 12:50 საათზე, ხოლო მეორე – 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა 12 წუთში მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიკაინის ჩრდილოეთით, 16 კილომეტრში მდებარეობდა.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ჩინეთსა და ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკშიც იგრძნობოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.