მთელ ევროპაში დეზინფორმაციის გავრცელების საბაბით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები სრული სვლით მიმდინარეობს, რასაც აძლიერებს ევროკავშირი – თავისუფლების მოწინააღმდეგე ბრმა მორჩილების მთავრი ძალა – „სიკვდილის ვარსკვლავი“

მთელ ევროპაში დეზინფორმაციის გავრცელების საბაბით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები სრული სვლით მიმდინარეობს, რასაც აძლიერებს ევროკავშირი – თავისუფლების მოწინააღმდეგე ბრმა მორჩილების მთავრი ძალა – „სიკვდილის ვარსკვლავი“
მთელს ევროპაში დეზინფორმაციის გავრცელების საბაბით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები სრული სვლით მიმდინარეობს, რასაც აძლიერებს ევროკავშირი – თთავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ბრმა მორჩილების მთავრი ძალა – „სიკვდილის ვარსკვლავი“, – ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, “იუთუბზე”, საკუთარი შოუს მეორე ეპიზოდში განაცხადა.
ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ “ვოუქ” ევროპელებს ახალისებენ საერთაშორისო მოკავშირეები და ამერიკელი “დემოკრატი ბიძაშვილები”, თუმცა, დასავლურ სამყაროში, ბრიტანეთი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით მაინც გამორჩეულია. ლიზ ტრასის თქმით, ბრიტანეთში უკვე მიიჩნევა, რომ რასისტობა უფრო ცუდია, ვიდრე იყო გამაუპატიურებელი.
“ამ “ვოუქ” იდეოლოგიის ევროპელებს ახალისებენ და ხელს უწყობენ მათი საერთაშორისო მოკავშირეები და მათი ამერიკელი დემოკრატი ბიძაშვილები, როგორიცაა ჰილარი კლინტონი. თუმცა, მრცხვენია თქმა, მაგრამ ამ ბოროტმოქმედების გალერეაში, სწორედ ბრიტანეთს აქვს დასავლურ სამყაროში სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე უარესი შეზღუდვა. ახლა ჩვენ საერთაშორისო შეშფოთებისა და თანაგრძნობის საგანი გავხდით, რადგან უცხოელები ეშინიათ ჩვენს ნაპირებზე ფეხის დადგმა შესაძლო დაპატიმრების გამო.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევები და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ქურდობასა და გაუპატიურებასთან ბრძოლა. ბრიტანეთში ითვლება, რომ უარესია იყო რასისტი, ვიდრე გამაუპატიურებელი.” – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა