ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მთელი ოპოზიციური სპექტრი ამბობს სიცრუეს, როდესაც აცხადებენ, რომ ხალხს სურს ცვლილება” – გამზარდია

მთელი ოპოზიციური სპექტრი ამბობს სიცრუეს, როდესაც აცხადებენ, რომ ხალხს სურს ცვლილება.
ცვლილება, როგორც წესი, ისეც ნაკლებად მოთხოვნადია უმრავლესგან, მით უმეტეს ჩვენთან. ჩვენთან, სავარაუდოდ, ცვლილება კი არ სურს ამომრჩეველს ბაბლს მიღმა, არამედ სურს გაუმჯობესება. შესაბამისად, რადიკალური პირობების და პოლიტიკური კონცეფციების წარდგენა, როგორც მიმზიდველი პროდუქტისა, სინამდვილეში კონტრპროდუქტიული და უსარგებლოა, მით უმეტეს, ე.წ. შუაშისტების ხმებისათვის ბრძოლაში, რომლებიც სინამდვილეში შუაშისტები კი არა, ყველას მოწინააღმდეგეები არიან. პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა დაარწმუნონ ამომრჩეველი გაუმჯობესების უნარსა და მენტალურ მზაობაში, ყველა სხვა სტრატეგია, სინამდვილეში, წამგებიანია.
რატომ არაა ცვლილება მოთხოვნადი? – ეს ცალკე თემაა, მრავალპლასტიანი, როგორც ისტორიულ-კულტურული, ასევე მენტალური და გამოცდილებითი ფაქტორებით განპირობებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.