მთელი კოლექტიური დასავლეთი, მათ შორის შეერთებული შტატებიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, განსხვავებული შეხედულებების ცენზურას ახდენდა, არ მინდა, სხვა ქვეყნები ამ კვალს მიჰყვნენ

მთელი კოლექტიური დასავლეთი, მათ შორის შეერთებული შტატებიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, განსხვავებული შეხედულებების ცენზურას ახდენდა, არ მინდა, სხვა ქვეყნები ამ კვალს მიჰყვნენ
მთელი კოლექტიური დასავლეთი, მათ შორის შეერთებული შტატებიც ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობისას, განსხვავებული შეხედულებების ცენზურას ახდენდა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ბრიტანელ კოლეგას, დევიდ ლემის შეხვდა.
„ჩემი აზრით, მთელი კოლექტიური დასავლეთი, ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა, ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეები, ცხადია, აშშ ბადენის ადმინისტრაციის მმართველობის დროს, ცოტა უფრო მეტად კომფორტულად იყო განსხვავებული ხმების ცენზურასთან, ვიდრე მათთან თანამშრომლობასთან. ეს იყო ჩემი მოსაზრება“, – განაცხადა ვენსმა.
მისივე თქმით, მან ამის შესახებ ისაუბრა ატლანტის ოკეანის მეორე მხარე მყოფ მეგობრებთანაც.
როგორც ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, მას არ სურს, რომ დიდი ბრიტანეთი წავიდეს ამ ბნელი გზით და დაკარგოს სიტყვის თავისუფლება.
„თუმცა, ის რასაც მე ვეტყოდი ინგლისელ ხალხს, დევიდ ლემის და ნებისმიერ სხვას, არის ის, რის გარშემოც შეშფოთება არსებობდა აშშ-ში 2020-2024 წლებში. უბრალოდ არ მინდა, რომ სხვა ქვეყნები ჩვენს კვალს მიჰყვნენ, რომელიც, ჩემი აზრით, იყო ბნელი გზა ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის დროს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში