პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთაწმინდაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

მთაწმინდაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
სამსახურის თქმით, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 2 ვერტმფრენიც. მათივე ცნობით, მთაწმინდაზე დაკვამლიანება ჯერ კიდევ არის, რადგან დარჩენილია ხანძრის მხრჩოლავი კერები. მეხანძრე-მაშველები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ.
ხანძარი მთაწმინდის ფერდზე დღეს, 4 ივლისს, შუადღის საათებში გაჩნდა. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს ეკიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.